აგენტი: “კასილასი “ლივერპულში”? სიგიჟეა”

სხვადასხვვა გამოცემების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 36 წლის იკერ კასილასი შესაძლოა “ლივერპულში” გადასულიყო.

ესპანელი ფეხბურთელის აგენტმა Radio Renascenca-თან ისაუბრა: “კასილასი “პორტუში” მშვიდადაა და საკმაოდ ბედნიერია. არავის უკვირს, რომ ყველა ფეხბურთელს სურს თამაში. დარწმუნებული ვარ, იკერი და სერჟიუ კონსეისაუ ყოველდღე საუბრობენ, როგორც მწვრთნელი და ფეხბურთელი. ხშირად ვკითხულობ ინფორმაციას პრესაში თითქოს ჩემს კლიენტს კლუბის დატოვება სურს. ყველას დამშვდებისაკენ მოგიწოდებთ, ეს ყველაფერი სიცრუეა. კასილასი “ლივერპულში”? სიგიჟეა”, – აცხადებს კარლო კუპროტია.

კასილასსა და მთავარ მწვრთნელ შორის არსებულ უთანხმოებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სერჟიუ კონსეისაუმ იკერი შეხვედრის დროს ტელეფონის გამოყენებაში დაადანაშაულა.