მადრიდში პრობლემები გრძელდება – ვარანი ისევ ტრავმირებულია

გუშინ ლა ლიგის მეთე ტურში განცდილ სენსაციურ მარცხს, მადრიდელთათვის კიდევ ერთი პრობლემა დაემატა.

“ჟირონასთან” გამართულ შეხვედრაში მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თანამემამულე რაფაელ ვარანი 46-ე წუთზე შეცვალა, როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი ის დისკონფორტი გახდა, რომელსაც “რეალის” ხუთიანი პირველი ნახევრის მიწურულს გრძნობდა კუნთზე. მას შემდეგ, რაც ვარანი 18 წლის ასაკში “რეალში” გადმოვიდა, ფრანგ ფეხბურთელს ტრავმები არც თუ ისე იშვიათად აწუხებს. მან მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო და გამოტოვა შეხვედრა “ვალენსიასა” და “ლევანტესთან”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს ფრანგი ცენტრალური მცველი, მაგრამ დიდი ალბათობით ის “ტოტენჰემთან” გასამართ დაპირისპირებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.