საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა

დღეს “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხედრა გამართა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენი ფეხბურთელები იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 0-2 დამარცხდნენ.

გიორგი ნემსაძის ბიჭებს ელიტ-რაუნდის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდათ, მაგრამ გასარკვევი იყო, თუ რომელ ადგილზე დაასრულებდნენ ისინი შესარჩე ეტაპს. იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებმა საოცარი შეხვედრა ჩაატარეს და მასპინძლებს არავითარი შანსი არ დაუტოვეს. 32-ე წუთზე გისლანდის შორეული გასრილის შემდეგ ხარშილაძე უძლური აღმოჩნდა, ხოლო ვერჯანიმ მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანით სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ იტალიელებმა შესარჩევი ციკლი პირველ ადგილზე დაასრულეს, ქართველები კი ლოგიკურ მეორე ადგილს დასჯერდნენ.

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (80. ჩოთალიშვილი), შვარცი

იტალია: ჯელმი, ბარაზეტა (მიჩელოტი 46), არმინი, სეპრე, გისლანდი (ტონინი 68), გიაბუა, ვერჯანი. პონსი, გრეგო, სანდრი, კორტონოვისი (ლეონე 79)

გოლები: გისლანდი (32), ვერჯანი (40).

გაფრთხილება: ბარაზეტა (33), სანდრი (36), გრეგო (60). 65. შალიკაშვილი

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა სასტარტო შემადგენლობა იტალიელ თანატოლებთან (ფოტო)

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას იტალიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” 18 საათზე დაიწყება. დასწრება თაისუფალია.

ქართველმა ფეხბურთელებმა ორი გამარჯვების შემდეგ უკვე მოიპოვეს ელიტ-რაუნდის საგზური, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში უნდა გაირკვეს, თუ რომელი ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს. ამ მომენტისათვის საქართველოსა და იტალიის ნაკრებ გუნდებს თანაბარი 6-6 ქულა აქვთ, მაგრამ ჩვენ დღეანდელ სტუმრებს ერთი ბურთით მეტი აქვთ გატანილი.

შეგახსენებთ, რომ წინა ორ შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ლატვიელი (1-0) და მონტენეგროელი (2-0) თანატოლები დაამარცხეს.