ტეო ზიდანის შესანიშნავი გოლი (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ლეგენდის ზინედინ ზიდანის შვილი, ტეო ზიდანი მადრიდელთა აკადემიაში ირიცხება და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიცაა.

ტეოს ხშირად ადარებენ მამას, მისი შესანიშნავი მოძრაობებისა და გააზრებული თამაშის გამო. რამდენიმე დღის წინ კი, მან მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდში საოცარი გოლი გაიტანა, რომელიც “რეალის” კვირის საუკეთესო გოლებს შორის არის ნომინირებული.