მადრიდის “რეალი” ლონდონში დიდი დანაკლისით მიდის

1 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდის “რეალი” სტუმრად ლონდონის “ტოტენჰემს” ეწვევა და მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს.

მადრიდელები დიდი საკადრო პრობლემებით ხვდებიან აღნიშნულ შეხვედრა. უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ კოლექტივს ვერ დაეხმარებოდა კოვაჩიჩი და კარვახალი, ასევე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო კეილორ ნავასმა და გარეტ ბეილმა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ “ჟირონასთან” მიღებული დაზიანების გამო ლონდონში ვერ ითამაშებს რაფაელ ვარანი. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ისკოს დანაკლისის შესახებაც, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელი ზიდანის გადაწყვეტილებით 18 კაციან განაცხადში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა “რეალსა” და “ტოტენჰემს” შორის ფრედ 1-1 დასრულდა. ხვალინდელი შეხვედრა კი ამ ჯგუფში ბევრ რამეს გადაწყვეტს.