კონტე: “ჩვენ ბევრი მუშაობა გვმართებს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში “რომამ” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და 3-0 სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლონდონელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა: “როდესაც 3-0 აგებ ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად არ მიდის. ვფიქრობ პირველ ნახეარში კარგად გამოვიყურებოდით, შევქმენით რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროდ მეტოქემ 2 უპასუხო გოლი გაგვიტანა. მეორე ტაიმში ჩვენი თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ჩვენ ბევრი მუშაობა გვმართებს, ფაქტია, რაღაც კარგად არ მუშაობს, ვფიქრობ ბევრი შრომა მოგვიწევს, რათა ტაქტიკურად ჩვენი თამაში ისევ გამართული იყოს“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.

ამ მომენტისათვის “რომა” ჯგუფის ლიდერია, “ჩელსის” 7 ქულა აქვს და 1 ქულით ჩამორჩება იტალიელებს, რაც შეეხება “ატლეტიკოს”, ესპანელებს სამი ფრე და ერთი მარცხი აქვთ აქტივში. ამ ჯგუფში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.