საჩხერის “ჩიხურა” დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშია

დღეს მარტვილში “მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე” დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალში ხონის “იმერეთმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და უშანსოდ 0-5 დამარცხდა.

პირველი რეალური მომენტი საჩხერლებს შეექმნათ, როდესაც გიორგი ივანიშვილის ჩაწოდების შემდეგ მიხეილ სარდალიშვილმა დაარტყა კარის მიმართუებით, მაგრამ ხონელები ძელმა იხსნა გაშვებული გოლისაგან. საბოლოოდ “ჩიხურამ” მე-19 წუთზე მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა, კუთხურიდან ჩაწოდებულს პირელი ლევან კაუბავა გამოეხმაურა. ხონელებმა ამის შემდეგ ვეღარაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და 24-ე წუთზე უკვე ტატანაშვლმა გამოიჩინა თავი. 34-ე წუთზე მასპინძლებმა პირველად მოახერხეს კარის მიმართულებით დარტყმა, 35 მეტრიდან გიორგი ხელიძემ სცადა ჰამზიჩის კარის აღება, მაგრამ “იმერეთის” კაპიტანს არაფერი გამოუვიდა. 37-ე წუთზე კი მიშიკო სარდალიშვილმა დალაშქრა მეტოქის კარი და პირველ ნახევარში “ჩიხურას” სასარგებლოდ 3-0 დააფიქსირა. მეორე ნახევარი ისევ საჩხერლების უპირატესბით დაიწყო, მაგრამ მე-60 წუთისათვის თითქოს ხონელებმა თავიანთი თამაში იპოვნეს და ბურთს კარგად აგორავებდნენ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ. საბოლოოდ გოლის გატანა ისვ საჩხერლებმა მოახერხეს, 79-ე წუთზე “ჩიხურას” კონტრშეტევას სარდალიშვილის გოლი მოჰყვა, აღსანიშნავია ბაჩანა ცხადაძის კარგი გადაცემა, რომლის შემდეგაც საჩხერელთა ათინი ერთი-ერთზე დარჩა მეკარესთან. სტუმრებს კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, 81-ე წუთზე ჩიკვაიძის საჯარიმო დარტყმა ჯოხაძემ კუთხურზე მოიგერია. სარდალიშვილის გადაცემის შემდეგ კი დიმიტრი ტატანაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ფინალისტის ვინაობა ქუთაისში, ადგილობრივ “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში გაირკვევა. მატჩი “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე” 19 საათზე დაიყება.

სასტარტო შემადგენლობები

“იმერეთი”: ჯოხაძე, ნიკურაძე, ხმელაძე, ლობჟანიძე, მანაბაძე, სულაძე, საარეიშვილი, გაბუნია, ხანთაძე, კოხრეიძე (აშვეთია 64), ხმელიძე (ძაძამია 84).

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, მირცხულავა, კაკუბავა (ფონიავა 60), ჩიკვაიძე, კორიფაძე, დობროვოლვსკი (განუგრავა 60), გორგიაშვილი (ცხადაძე 74), სარდალიშვილი, ივანიშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი.

არბიტრები: გოგა კიკაჩეიშვილი, ზაზა ფიფია, ლევან თოდრია, ჯენერი ხორავა, ბაკურ ნინუა, ირაკლი კვირიკაშვილი.

“იმერეთი” – “ჩიხურა”: სასტარტო შემადგენლობები

დღეს მარტვილში “მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე” დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალში ხონის “იმერეთი” საჩხერის “ჩიხურას” მასპინძლობს.

სასტარტო შემადგენლობები

“იმერეთი”: ჯოხაძე, ნიკურაძე, ხელაძე, ლობჟანიძე, მანაბაძე, სულაძე, საარეიშვილი, გაბუნია, ხანთაძე, კოხრეიძე, ხმელაძე.

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, მირცხულავა, კაკუბავა, ჩიკვაიძე, კორიფაძე, დობროვოლსკი, გორგიაშვილი, სარდალიშვილი, ივანიშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი.

არბიტრები: გოგა კიკაჩეიშვილი, ზაზა ფიფია, ლევან თოდრია, ჯენერი ხორავა, ბაკურ ნინუა, ირაკლი კვირიკაშვილი.

შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.