გიორგი ივანიშვილი: “ფაქტია, რომ თასზე კარგად გამოვიყურებით – გოლი არ გაგვიშვია!”

დღეს მარტვილში “მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე” საქართველოს თასის 1/2 ფინალში საჩხერის “ჩიხურამ” სტრუმრის სტატუსით მოასპარეზე ხონის “იმერეთი” გაანადგურა (5-0).

მატჩის შემდგომ საჩხერელთა შემტევმა გიორგი ივანიშვილმა ჩვენს ჟურნალისტთან ისაუბრა: “თავიდანვე ვიცოდით, რომ არ შეიძლებოდა “იმერეთის” იოლ მეტოქედ მიჩნევა, რადგან ამ გუნდმა იბრძოლა და 1/2 ფინალამდე მოაღწია. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ და პირველ ტაიმშივე სოლიდარული უპირატესობა მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩვენ წლევანდელ გამოსვლას “დავით ყიფიანის სახელობის თასზე” ფაქტია, რომ კარგად გამოვიყურებით და ამ ტურნირზე ჯერ არცეთი გოლი არ გაგვიშვია”, – განაცხადა გიორგი ივანიშვილმა.

საჩხერის “ჩიხურას” მეტოქე საქართველოს თასის ფინალში ქუთაისის “ტორპედო” იქნება.