“საბურთალოს” 19-წლამდელები ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ

დღეს თბილისში “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” “საბურთალოს” 19-წლამდე გუნდმა “ბროდარაცს” უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობის გამო, შემდეგ ეტაპზე სერბები გავიდნენ.

შეხვედრაში თავდაპირველად “ბროდარაცის” ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მე-20 წუთზე ანგარიში პეჯიჩმა გახსნა. მეორე ნახევარში ქართველთა თამაში კარგად წარიმართა, მაგრამ ტაიმის სტარტზე ისევ სტუმრებმა გაიტანეს, ამჯერად 58-ე წუთზე ლუკიჩის დარტყმა აღმოჩნდა შედეგიანი. გოცირიძის შეგირდები გაშვებული გოლების შემდეგ არ მოეშვნენ და კიდევ უფრო გააქტიურდნენ. 79-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ანგარიში შეამცირა, ხოლო 92-ზე შეცვლაზე შემოსულმა ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა და სამწუხაროდ “საბურთალოს” ახალგაზრდული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

“საბურთალოს” სასტარტო შემადგენლობა:
ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე (ტოკლიკიშვილი 79′) ნიკოლაიშვილი, ხუბაშვილი, ხარაიშვილი (ხარაიშვილი 68′), კაპანაძე (ტაბატაძე 68′).

“საბურთალოს” ახალგაზრდულმა გუნდმა ტოლი არც “ბროდარაცს” დაუდო

დღეს “საბურთალოს” 19-წლამდელთა გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის პირველ მატჩში სერბულ  “ბროდარაცს” ეწვია და ფრედ 1-1 ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას საწყისი წუთებიოდანვე ფლობდნენ, მაგრამ პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. კონტრშეტევის შემდეგ, ნასყიდაშვილის კარის აღება 21-ე წუთზე კოჩიჩმა შეძლო. ამას “საბურთალოს” ფეხბურთელების კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა, მაგრამ გოცირიძის გაწვრთნილ გუნდს პირველ ნახევარსა და მეორე ტაიმის საწის წუთებში არაფერი გამოსდიოდა, საბოლოოდ კი 81-ე წუთზე ქართველებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა, გულიაშვილის გადაცემის შემდეგ თავი ნიკოლაშვილმა გამოიჩინა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

“საბურთალოს” სასტარტო შემადგენლობა: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ტაბატაძე (კაპანაძე 82), ჩოთალიშვილი (გულიაშვილი 63), ფურცელაძე, ივანიაძე, კოხრეიძე, ჯავახიშვილი (ხარაიშვილი 90), ნიკოლაშვილი.

ეს გუნდები შემდეგ შეხვედრას 22 ნოემბერს თბილისში გამართავენ, ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული კი პლეი-ოფში იასპარეზებს.