სარდალიშვილი: “სტატისტიკა არაფერს ნიშნავს, ფინალში თანაბარი შანსები გვაქვს”

“დავით ყიფიანის სახელობის თასის” ნახევარ ფინალში საჩხერის “ჩიხურა” ხონის “იმერეთს” დაუპირისპირდა და 5-0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლის ავტორმა, მიშიკო სარდალიშვილმა ჩვენს ჟურნალისტთან ისაუბრა: “ჩიხურა” საქართველოს თასზე კარგად გამოდის და ჩვენ ღირსეულად მოვიპოვეთ ფინალის საგზური, თუმცა ამ ტურნირზე ჩვენი თამაშის შეფასება ნაადრევად მიმაჩნია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯერ კიდევ წინ არის. “ტორპედოსთან” ურთიერთ შეხვედრების კარგი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და ვფიქრობ, ორივე გუნდს თანაბარი შანსი გვაქვს. ვაპირებთ, მინდორზე გამოვიდეთ და ყველაფერი გავიღოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩემი აზრით, მაყურებელს საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის წინ”, – აცხადებს მიშიკო სარდალიშვილი.

საჩხერის “ჩიხურას” მეტოქე თასის ფინალში ქუთაისის “ტორპედო” იქნება.