Cadena SER: “ტორესი “ატლეტიკოს” ზამთარში დატოვებს”

მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ ფერნანდო ტორესმა, შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ტორესს მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითიდაც ფერნანდო საკმაოდ უკმაყოფილოა. ესპანური გამოცემა Cadena SER-ი ავრცელებს ინფომრაციას, რომ ტორესი კლუბს ზამთარში დატოვებს და მას ჩინეთსა და MLS-ში ელიან. დიდი ალბათობით ესპანელი გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გამომშვიდობება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ტორეს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნის ეწურება.

ფერნანდო “ატლეტიკოში” 2015 წელს “მილანიდან” დაბრუნდა, მანამდე კი “ჩელსისა” და “ლივერპულის” მაისურებით ასპარეზობდა.