Forbes-ის რეიტინგით, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. თუმცა, ცნობილ მოკრივეს, კონორ მაკგრეგორს განძრახული აქვს, რომ 32 წლის ფეხბურთელს ამ მხრივ აჯობოს.
“ახლა, ამაზე მხოლოდ ვოცნებობ. ჩემმა ბიუჯეტმა მილიარდიან ნიშნულს მიაღწიოს, ეს შესანიშნავი იქნება. წინა წლის მონაცემებით, რონალდუ პირველი იყო, მე კი – 24-ე. მაშინ, 34 მილიონი დოლარი მქონდა,” – აცხადებს მაკგრეგორი, რომელმაც მეივეზერთან ტექნიკური ნოკაუტით წაგებულ ბრძოლის შემდეგ 140 მილიონი დოლარი მიიღო.
“მომავალ წელს, თუ Forbes-ი იმავე რეიტინგს შეადგენს, ფლოიდი პირველი, მე მეორე, ხოლო, რონალდუ მესამე იქნება. ხოლო, რამდენიმე წელში კი, შემიძლია, მეივეზერსაც გადავასწრო და ყველაზე დიდი ბიუჯეტი მქონდეს,” – აცხადებს კონორი.