გარეტ ბეილი “ლას პალმასთან” დაბრუნდება

მადრიდის “რელისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი, გარეტ ბეილი მძიმე ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ყველა ელოდა, რომ ბეილი “ტოტენჰემთან” დაბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელმა იმ დროისათვის სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. დღეს ბეილი ვარჯიშზე სრულად დაიხარჯა და, დიდი ალბათობით, “ლას პალმასთან” განაცხადში მოხვდება. ასევე, გუნდთან ერთად იყვნენ რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი. სავარაუდოდ, მადრიდულ დერბის “რეალი” სრული შემადგენლობით შეხვდება.

ამჟამად ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ კოვაჩიჩი და ნავასი, მედიკოსთა განცხადებით, კოსტა-რიკელი მეკარე გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.