დიეგო ფორლანი ფორმაშია – ურუგვაელის ულამაზესი გოლი იაპონური კლუბის შემადგენლობაში

როგორც ჩანს, ვეტერანი თავდამსხმელი, დიეგო ფორლანი კვლავაც ფორმაშია. 34 წლის ურუგვაელმა, იაპონურ “სერესო ოსაკას” შემადგენლობაში პირველი გოლი მიითვალა.

შესაძლოა, ფორლანმა კარიერა აშშ-ში ან იაპონიაში გააგრძელოს

Sky Sports-ის ჟურნალისტთა ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა, შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

არაოფიციალური ცნობით, „ინტერნასიონალის“ თავდამსხმელის შეძენის სურვილი ამჟამად აშშ-ს „ჩიკაგო ფაერისა“ და იაპონური „სერეზო ოსაკას“ ხელმძღვანელობას აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერნასიონალის“ ღირსებას ფორლანი 2012 წლიდან იცავს.

ალექსანდრე მატევოსოვი