“კოლხეთი” 1-0 “დილა”

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ფოთის “კოლხეთმა” “პარკი არენაზე” გორის “დილას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა. პირველ ტაიმში უპირატესობას ფოთელები ფლობდნენ, უნდა აღინიშნოს, რომ “დილას” ფეხბურთელებს პირველ ნახევარში კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამთ. საინტერესო გამოდგა ტაიმის მიწურული, როდესაც “კოლხეთის” ორი ლეგიონერის მიერ გათამაშებულ კარგ კომბინაციას, ბროვკოს შედეგიანი დარტყმა მოჰყვა და სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ შეხვედრაში. მეორე ნახევარში მატჩის სცენარი დიდად არ შეცვლილა. გორელებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, თავის მხრივ კი ფოთელები თავს კარგად იცავდნენ და კონტრშეტევებით ცდილობდნენ მომენტების შექმნას. საბოლოოდ შეხვედრა 1-0 დასრულდა.

სასტარტო შემადგელობები

“კოლხეთი 1913”: 26. კონსტანტინე სეფიაშვილი, 2. გიორგი კილასონია, 3. ალექსანდრე გურეშიძე, 4. ლაშა გოგონაია, 6. ამოს ნონდი, 9. იგორ ბროვკო, 10. ალეკსანდრ დერებჩინსკი, 14. გიორგი ჯანელიძე, 17. თამაზ ჟიშკარიანი, 18. ჯონ მაჩარია, 99. გიორგი ბუხაიძე.

“დილა”: 21. გიორგი ბეგაშვილი, 71. გილერმე მორასი, 2. გოდერძი მაჩაიძე, 49. ალექსანდრე კვახაძე, 33. ანდრო სოფრომაძე, 5. გიორგი პაპავა, 89. ჟოაო პედრინიო, 88. ირაკლი ძარია, 37. დათო კირკიტაძე, 11. ლევან ნონიკაშვილი, 15. ირაკლი მოდებაძე.