ემრე ჯანი “სიტის” უახლოვდება

“ლივერპულისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ემრე ჯანი შესაძლოა პეპ გუარდიოლას გუნდში ვიხილოთ.

ინგლისური გამოცემა Calcio Mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. საქმე იმაშია, რომ ემრე ჯანს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2017-2018 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ჩანს მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ. პრესაში კი იწერებოდა ცნობები, რომ “იუვენტუსი” ემრესთან უკვე კონტრაქტის დეტალებს ათანხმებდა, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ გერმანელის გადაბირება “მანჩესტერ სიტისაც” სურს. თავის მხრივ კლოპის გუნდიც შეეცდება იხეიროს ამ სიტუაციიდან და ამიტომაც დიდი ალბათობით ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველივე შემოთავაზებას დათანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი 2014 წელს “ლივერპულში” გერმანული “ლევერკუზენიდან” გადმოვიდა, მანამდე კი “ბაიერნში” თამაშობდა.