დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა.
“ანჟერსი” “პსჟ”-ს “სტეიდ რეიმონდ კოპაზე” დაუხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ფრანგების აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: დანი ალვეშის ჩაგდება საჯარიმოში და კილიან მბაპეს ზუსტი დარტყმა – 0-1. მეორე შემთხვევაშიც ბრაზილიელი მარჯვენა მცველი მოგვევლინა ასისტენტად – მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ იულიან დრაქსლერმა გაიტანა. 30-ე წუთზე კილიანი საჯარიმოში შეიჭრა და ქუსლით ეფექტურად დაუტოვა ბურთი ედინსონ კავანის, რომელმაც მესამედ აიღო “ანჟერსის” კარი.
მე-60 წუთზე ისევ ურუგვაელმა გაიბრწყინა. ხოლო, 84-ე წუთზე ლუკას მოურას გადაცემის შემდეგ, მბაპემ კიდევ ერთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 5-0 დააფიქსირა. ამ გამარჯვების შემდეგ “პსჟ” 29 ქულით პირველია. “ანჟერსს” 13 ქულა აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს.