“შალკეს” ფანები გორეცკას ტრანსფერს სპეციალური ბანერით გამოეხმაურნენ

გელზენკირხენის “შალკეს” ფანები ლეონ გორეცკას ტრანსფერს გამოეხმაურნენ, რომელმაც კარიერის გასაგრძელებლად მიუნხენის “ბაიერნი” აირჩია. ფანებმა თავიანთი აზრი ბანერების საშუალებით “ჰანოვერთან” ფრედ დასრულებულ მატჩში გამოთქვეს (1:1).

ერერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანერზე 22 წლის ფეხბურთელის მისამართით ასეთი სიტყვები იყო დაწერილი: “კლუბზე უფრო მნიშვნელოვანი არც ფულია და არც ტიტულები. ვინც ამას არ აფასებს, შეუძლია წავიდეს”

ოფიციალურად: ლეონ გორეცკა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა ამიერიდან კარიერას მიუნხენის “ბიაერნში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “ბავარიელთა” ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

22 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება “ბაიერნში” და 4-წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი ივლისიდან შევა.

ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებით “ბარსელონას”, “რეალის”, “ლივერპულისა” და “არსენალის” ხელმძღვანელებიც ინტერესდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გორეცკამ თავის გამოჩენა კონფედერაციის თასზე შეძლო, სადაც მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

The Sun: “გორეცკა და “არსენალი” შეთანხმდნენ”

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად ვრცელედებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “შალკეს” ახალგაზრდა ნახევარმცველის ლეონ გორეცკას შეძენით ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ლონდონის “არსენალი” გორეცკას უკვე შეუთანხმდა და 2018 წლის ზაფხულში გერმანელი ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ლონდონელები გორეცკას აგენტთან კონტრაქტის დეტალებს უახლოეს მომავალში შეათანხმებენ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში “შალკე” 22 წლის ტალანტის სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნებისმიერ შემოთავაზებას დათანხმდნენ.

გორეცკა მიმდინარე სეზონში “შალკეს” მაისურით მინდორზე 12-ჯერ გამოვიდა, მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

გორეცკათი კიდევ ერთი ინგლისური გუნდი ინტერესდება

ბოლო პერიოდში გერმანიის ნაკრებისა და “შალკეს” ნახევარმცველ ლეონ გორეცკას ირგვლივ არაერთი გამოცემა ალაპარაკდა. პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორეცკა “შალკეს” ამ ზამთარში დატოვებს.

ბოლო გუნდი, რომელმაც ლეონის მიმართ ინტერესი გამოხატა “მანჩესტერ სიტია”, ამ ყოველივეზე Sunday Mirror-ი წერს. პეპ გუარდიოლა გერმანელ ნახევარმცველს, იაია ტურესა და ფერნანდინიოს შემცვლელად მოიაზრებს. არ არის გამორიცხული აღნიშნულმა ფეხბურთელებმა კლუბს შემდეგ ზაფხულს დატოვონ. თუმცა ქალაქელებს გორეცკას შეძენა ამ ზამთარსვე სურთ, დიდი ალბათობით ის მოედნის ცენტრში დაიკავებს ადგილს.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეონ გორეცკათი ასევე “ჩელსი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი”, ბაიერნი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან. სწორედ ამ გუნდების წარმომადგნლებთან მოუწევთ კონკურენციის გაწევა გუარდიოლას სკაუტებს.

ლეონ გორეცკა პრემიერ ლიგიაშიც სურთ

“შალკეს” 22 წლის ნახევარმცველის შეძენით ბოლო პერიოდში ბევრი გუნდი ინტერესდება.

ინგლისური გამოცემის The Mirror-ის ცნობით გერმანელი ფეხბურთელის შეძენით ისეთი გუნდებ ინტერესდებიან, როგორიცაა “ბაიერნი” და “იუვენტუსი”. ლეონისათვის ბრძოლაში “ტოტენჰემი” და “არსენალიც” ჩერთვნენ. ეს ბოლო ორი უკანასკნელი კლუბი მზადაა გორეცკას გადმოსაბირებლად დიდი თანხები გაიღოს.

თავის მხრივ ფეხბურთელის ოცნებაა “ბარსელონაში” ითამაშოს. ამ საკითხთან დაკავშირებით კატალონიელების დირექტორმა, არიედო ბრაიდამ ჟურნალისტებთან ისაუბრა: ” ჩვენი სელექციონერები გორეცკას თამაშს აკვირდებიან და უნდა აღინიშნოს, რომ ის მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა “ბარსაში” სათამაშოდ ბევრად მეტია საჭირო”, – აცხადებს არიედო ბრაიდა.

გორეცკამ ამ სეზონში ბუნდესლიგის 9 შეხვედრაში 4 გოლის გაიტანა მოახერხა.