რუსეთის პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “ანჟი” სტუმრად “ამკარს” ეწვია და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.
“ანჟის” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდს წარმატებაში დაეხმარა. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, მე-5 წუთზე “ამკარის” კარი მარკელოვმა დალაშქრა, მაგრამ “ანჟის” სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და მე-12 წუთზე კოსტუკოვმა ლორიას კარის აღება მოახერხა. გადამწყვეტი გოლი ისევ მარკელოვის ანგარიშზეა, რუსმა ფეხბურთელმა დუბლი 28-ე წუთზე გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა 1-2 დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლორიას “ანჟიმ” მეთოთხმეტე ადგილზე გადაინაცვლა და “დინამოს” 1 ქულით გადაასწრო.