დღეს საქართველოს ნაკრები გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა მეკარის შეცდომის შემდეგ გავიდა, როდესაც გიორგალიდისის გადაცემა კანკავამ ჩაჭრა და გიორგი ქვილითაიამ ზუსტი დარტყმით კვიპროსის კარი აიღო. ამის შემდეგ ქართველებს რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ჩვენები გამოყენებას ვერ ახერხებდნენ. მეორე ნახევარში თამაში უმეტესად ცენტრში მიმდინარეობდა, მაგრამ რეალური მომენტებით ისევ მასპინძლები გამოირჩნენ. კარგი შანსი ჰქონდა დებიუტანტ ირაკლი სიხარულიძეს და ახალგაზრდა ნიკა კაჭარავას. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67’ ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (82’ აბურჯანია), ქვილითაია (82’ კაჭარავა), მერებაშვილი (82’ სიხარულიძე), პაპუნაშვილი (74’ გვილია), ნავალოვსკი (82’ გრიგალავა).
კვიპროსი: გიორგალიდისი, მერკისი, დემეტრუ, ეფრემი (65’ კასტანოსი), კირიაკუ (73’ ავრაამი), კრისტოფი (73’ მიტიდესი), სოტირუ, ლაბანი (65’ ფილაკტუ), მარგასა (82’ ვასილეუ), არტიმატასი (82’ ეკონომიდესი), ლაიფისი.
ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 13 ნოემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.