საერთაშორისო ამხანაგური მატჩის, საქართველო – კვიპროსის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.
10 ნოემბერს, 17:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსს დაუპირისპირდება.
GFF.GE