რა მოთხოვნა წაუყენა იოზილმა “არსენალს”?

გერმანელ მესუთ იოზილს 2018 წელს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი ეწურება, მისი დამატებით კი სხვადასხვა კლუბი ინტერესდება.

დღეს ინგლისურმა გამოცემა THE SUN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იოზილთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე “არსენალი” აქტიურად მუშაობს და მეთოფეები ცდილობენ, გერმანელის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. მესუთის ერთ-ერთი მოთხოვნა საკმაოდ უცრნაურია, მან ლონდონელებს შემდეგი სეზონიდან 10 ნომრიანი მაისური მოსთხოვა, რომელიც ამჟამად ვილშირს ეკუთვნის, ინგლისელს კი კონტრაქტი ასევე 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

გერმანელი ფეხბურთელი ასევე სხვა ალტერნატივასაც განიხილავს, იმ შემთხვევაში თუ “არსენალთან” ხელშეკრულების დეტალები ვერ შეთანხმდა, მესუთი მისთვის კარგად ნაცნობ ჟოზე მოურინიოსთან გადაბარგდება.