მას შემდეგ, რაც მატეო კოვაჩიჩმა მძიმე დაზიანება მიიღო, დღეს ის პირველად გამოვიდა მინდორზე და ბურთთან ერთად ივარჯიშა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ხორვატი ფეხბურთელი ამ დრომდე მხოლოდ მსუბუქად იღებდა დატვირთვას ზიდანისაგან, უმეტესად ის ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობდა. დღეს პირველ გუნდთან ერთად იყო ახლად გამოჯანმრთელებული ბეილი და კარვახალი, ასევე ფრანგი მწვრთნელის განკარგულებაში ლორენტე, ტეო, ბენზემა, ვასკესი და რონალდუ იყვნენ.
შეგახსნებთ, რომ მატეო კოვაჩიჩმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “აპოელის” წინააღმდეგ მიიღო. მას შემდეგ ხორვატმა სამ კვირიანი რეაბილიტაციის პროცესი გაირა. “რეალის” მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მადრიდული დერბისათვის ის სრულებით მზად იქნება.