მაშინ, როდესაც ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მატჩებისთვის ემზადებიან ანდაც კლუბში მომავალი შეხვედრებისათვის აქტიურ სამწვრთნელო პროცესში არიან ჩართულნი, მადრიდის “რეალის” მეკარე, კეილორ ნავასი დროს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კეილორ ნავასი უკვე 5 შეხვედრაა კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. კოსტა-რიკელის ტრავმა, არც თუ ისე მსუბუქი აღმოჩნდა, როგორც მედიკოსები ვარაუდობდნენ. დიდი ალბათობით, მას მადრიდულ დერბიმდე დასაბრუნებლად დრო არ ეყოფა, ამიტომაც ზიდანს ისევ კიკო კასილიაზე ნდობა მოუწევს. ასევე პრობლემები აქვს “რეალის” მესამე მეკარეს ლუკა ზიდანსაც, რომელსაც ძვლის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა და ის გუნდს რამდნეიმე თვე ვერ დაეხმარება.
კლუბში ამჟამად მესამე მეკარის ფუნქცია ახალგაზრდა მოჰა რამოს აქვს შეთავსებული, რომელიც მადრიდის “რეალის” აკადემიის წევრია. ის უკვე რამდენიმეჯერ მოხვდა დედაქალაქელტა განაცხადში და ზიდანის გადაწყვეტილებიტ ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანეს.