საქართველო – ბელარუსი: ბილეთების ფიზიკურ გაყიდვა დაიწყო!

საერთაშორისო ამხანაგური მატჩის, საქართველო – ბელარუსის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო. დღეს სალაროები 13:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი, 11:00-დან 19:00 საათამდე.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება.

GFF.GE