“ბარსელონას” პრეზიდენტი ვალვერდეს ლენგლესა და გრიზანის ტრანსფერებს დაპირდა

ანტუან გრიზმანი და კლემან ლენგლე მომავალ სეზონში “ბარსელონას” მაისურით ითამაშებენ – სწორედ ამას დაპირდა “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი პეპ სეგურა გუნდის თავკაც ერნესტო ვალვერდეს.

როგორც ცნობილი ხდება, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ვალვერდე პირველად სწორედ სეგურას შეხვდა. სადილისას საუბრის მთავარი თემა ანტუან გრიზმანისა და კლემან ლენგლეს ტრანსფერები გახლდათ.

Catalunya Radio-ს ცნობით, “ბარსელონა” უკვე შეუთანხმდა “დალაქებს” ლენგლეს ტრანსფერის თაობაზე. კატალონიელებს მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ.

რაც შეეხება ანტუან გრიზმანის საკითხს, მხარეები ცდილობენ გარკვეულ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ.

“ბარსელონაში” ლენგლეს ტრანსფერს უკვე გადაწყვეტილად თვლიან

Diario Sport-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების მიხედვით, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ “სევილიას” მცველი, კლემან ლენგლე, მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” რიგებში ვიხილოთ.

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიური გრანდის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს ფეხბურთელის აგენტთან. კლუბში ლენგლეს ტრანსფერს უკვე გადაწყვეტილად თვლიან.

კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo, ტრანსფერის ფასსაც ასახელებს – მათი ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” 22 წლის ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ლენგლე: “ბარსელონა” კარგი გუნდია, მაგრამ მე “სევილიაშიც” ბედნიერი ვარ”

ბოლო დროს ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ბარსელონა” “სევილიას” ახალგაზრდა მცველის, კლემან ლენგლეს ტრანსფერითაა დაინტერესებული, რაზეც კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

“ბარსელონა” – კარგი გუნდია, მაგრამ მე “სევილიაშიც” ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი, მაგრამ ამ მომენტისთვის მე მხოლოდ ჩემს კლუბსა და მომავალ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.

ვფიქრობ, “სევილიაში” ადაპტაციის პერიოდი უკვე გავიარე. ამ დროისთვის, ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდოდა და ჩემი სათამაშო დროც მაკმაყოფილებს,” – აცხადებს ლენგლე.

გეტყვით იმასაც, რომ ცნობების თანახმად, ლენგლეს, რომელმაც ახალ სეზონში 12-ჯერ მოირგო “სევილიას” მაისური, “ბარსელონა” 5 მილიონ ევროდ აფასებდა.