მოზესი: “წარმატებული წელი მქონდა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ”

2016 წლის ზაფხულში ლონდონის “ჩელსის” სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა. იტალიელის მოსვლის შემდეგ გუნდში დაბრუნდა და ფეხი მოიკიდა “ვესტ ჰემში” განათხოვრებულმა ვიქტორ მოზესმა. იტალილმა მწვრთნელმა ის მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენა, რის შემდეგაც ნიგერიელი ძირითადი შემაგდენლობის უცვლელი ფიგურა გახდა. იგი ჯერ აფრიკის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ერთ-ერთ ნომინანტად დასახელდა, შემდეგ კი იგივე სტატუსი BBC-ის მიერ დაწესებულ ჯილდოზე (“წლის აფრიკელი ფეხბურთელი”) მიენიჭა.

მოზესმა თავის ამჟამინელ სიტუაციაზე და გასულ წელს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

“დიახ, ეს შესანიშნავია. მომწონს ის პოზიცია, რომელზეც ვთამაშობ და, ზოგადად, როლი, რომელიც გუნდში მაქვს. შარშან “ვესტ ჰემიდან” დაბრუნების შემდეგ, გუნდში ფეხის მოკიდებაში როგორც მწვრთნელი, ასევე თანაგუნდელები დამეხმარნენ. ვფიქრობ, როგორც “ჩელსიში”, ასევე ნაკრებში მშვენიერი წელი მქონდა.”

“განვლილმა წელმა აჩვენა, როგორ ვშრომობდი. ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავი. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გამომივიდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის მოვხვდი. ფაქტია, რომ კარიერული თვალსაზრისით, წინ წავედი.”

“ვარ იმ ნაკრების წევრი, რომელიც აფრიკულ გუნდებს შორის პირველი მოხვდა მუნდიალზე. მიხარია, რომ ჩელსის ყოფილი აფრიკელი ფეხბურთელების კვალს მივყვები. კიდევ მინდა, წინ წავიდე და განვვითარდე,” – აცხადებს ვიქტორი.