ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება გარეთ საუთგეიტისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზების შესახებ. როგორც ჩანს, ინგლისელები კმაყოფილები არიან ამ უკანასკნელის მიერ ინგლისის ნაკრებში გაწეული სამუშაოთი.
ბრიტანული პრესის თანახმად რუსეთში ყოფნისას გარეთ საუთგეიტმა ბევრი დიდი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. იმისათვის, რომ საუთგეიტი ნაკრებში შეინარჩუნონ, ინგლისელები მას გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ.
საუთგეიტს ამჟამინდელი კონტრაქტი “სამ ლომთან” 2020 წლამდე აკავშირებს. ახალ კონტრაქტს კი ვადა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამოეწურება.
შეგახსენებთ, რომ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ხორვატიასთან დამარცხდა.