“მანჩესტერ იუნაიტედი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს და ამჯერად მოურინიოს ინტერესის სფეროში ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი მოექცა.
საქმე მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველს საულ ნიგესს ეხება, რომელიც ბოლო პერიოდში საოცარ პროგრეს განიცდის. აქიდან გამომდინარე მისი დამატებით მრავალი კლუბის ინტერესდება. ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მანჩესტერელები მზად არიან საულში 150 მილიონი ევრო გადაიხადონ და ესპანელი შემდეგ ზაფხულს გაიფორმონ.
ასევე, პრესაში იწერებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ “ატლეტიკოს” ანდერ ერერას დამატება სურს, რომელიც “იუნაიტედში” ირიცხება, ამიტომაც შესაძლებელია მოურინიომ სწორედ ერერა გამოიყენოს სასურველი ტრანსფერის გასაჩარხად.