ბილბაოს “ატლეტიკის” კარის დარაჯმა, კეპა არისაბალაგამ, პრესასთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ თქვა უარი კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელებაზე, რასთანაც ეს უკანასკნელი ძალიან ახლოს იყო.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას იმ კლუბში ვაგრძელებ, რომელსაც ჩემს სახლად ვთვლი. აქ 15 წელზე მეტია ვარ, ცხრა წლის ვიყავი რომ მოვედი.
ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის. მოხარული ვარ, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ბავშვობიდან “ატლეტიკის” ფანი ვარ და ყოველთვის ვიქნები.
ყველამ, ვინც მიცნობს იცის, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაციის დეტალური გაანალიზება მიყვარს. ჩემი დრო მაქსიმალურად გამოვიყენე და ჩავთვალე, რომ აქ დარჩენა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა,” – აცხადებს კეპა.