პეტრ ჩეხმა პრესასთან თავისი კლუბის პრინციპულ მეტოქეზე ისაუბრა, რომელმაც გასულ წელს ბოლო 22 წლის მანძილზე პირველად შეძლო, პრემიერ ლიგაში სეზონის “არსენალზე” უფრო მაღალ პოზიციაზე დასრულება.
“ყოველთვის არის ერთი უცნაური სეზონი, სადაც უჩვეულო რაღაცები ხდება. ჩვენ “ტოტენჰემს” არ ვეჯიბრებით. “არსენალის” მიზანი ჩემპიონობა, ტიტულის მოპოვება და წარმატებული სეზონის ჩატარებაა.
ჩვენი მიღწევები “ტოტენჰემთან” შედარებით არ ფასდება. ორი წლის წინ სეზონი “ტოტენჰემზე” უფრო მაღალ პოზიციაზე დავასრულეთ, მაგრამ მაინც უკმაყოფილონი ვიყავით, რადგანაც ჩემპიონები ვერ გავხდით.
პოჩეტინოს მისვლის შემდეგ ისინი პროგრესს განიცდიან, რასაც ვერ ვუარყობთ, თუმცა, ამის დასამტკიცებლად მათ მაინც სჭირდებათ ტიტულის მოგება,” – აცხადებს ჩეხი.