შერმადინის “უნიკახა” ისევ დამარცხდა

გუშინ მალაგაში ევროლიგის შეხვედრა გაიმართა, ადგილობრივმა “უნიკახამ” კაუნასის “ჟალგირის” უმასპინძლა და ოვერტაიმში დამარცხდა.

მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც პარკეტზე 12:52 წუთი დაჰყო. ამ პერიოდში მან 3 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. 6 საჯარიმოდან მან ზუსტად მხოლოდ 1 გამოიყენა. მის წინააღმდეგ წესები კი 6-ჯერ დაირღვა.

შვიდ ტურში “უნიკახასთვის” ეს მეოთხე მარცხი იყო და ამ მომენტში ისინი მე-11 ადგილზე იმყოფებიან. გიორგი შერმადინის გუნდში შემდეგ შეხვედრას მადრიდში, “რეალის” წინაარმდეგ გამართავს.