“სენტ-ეტიენმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “სენტ-ეტიენის” ხელმძღვანელებმა კლუბის მთავარი მწვრთნელი, ოსკარ გარსია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ფრანგი სპეციალისტი “სენტ-ეტიენს” სათავეში ხუთი თვის წინ ჩაუდგა. თუმცა, მხარეებს შორის ურთიერთობა არც ისე კარგად წარიმართა.

L’equipe-ს ცნობით, ამ თანამდებობის დაკავებიდან 9 თვეც არ იყო გასული, როდესაც ოსკარ გარსიას აგენტმა კლუბთან კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტის თაობაზე წამოიწყო მოლაპარაკებები. ეს “ლიონთან” დიდი ანგარიშით წაგებული მატჩის (5-0) შემდეგ მოხდა.

ამ დროისთვის “სენტ-ეტიენი” სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს უახლეს მომავალში ჟულიენ საბლე შეასრულებს, რომელიც 1998-2007 წლებში ფეხბურთელის პოზიციიდან იცავდა ამ კლუბის ღირსებას.