დღეს ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში “ლეონესამ” “ხიმნასტიკს” უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა მეტოქე.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა, 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, სხვამხრივ კი კლუბს ვერაფრით დაეხმარა. “ლეონენსას” ფეხბურთელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, პირველი გოლი კი 64-ე წუთზე გერიდომ გაიტანა, ხოლო სხვაობა 77-ზე ისააკმა გაზარდა. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ამ მატჩის შემდეგ კაკაბაძის “ხიმნასტიკი” მე-18 ადგილზეა 21 ქულით, თუმცა მათ ანგარიშზე ერთით ნაკლები შეხვედრაა.