რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა, სადაც “ნუმანსიამ” “ხიმნასტიკს” უმაპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და მინდორზე შესანიშნავად გაისარჯა. თავდაპირველად “ხიმნასტიკი” მე-2 წუთზე დაწინაურდა, თავი ბარიერომ გამოიჩინა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, ამჯერად ბარეირომ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. განსაკუთრებულად დაძაბული იყო მატჩის მეორე ნახევარი, არცერთ გუნდს არ სურდა ქულების დაკარგვა. 87-ე წუთზე უჩემ “ნუმანსიას” კარში მეორე გოლი გაიტანა და სტუმრებს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა.
ამ მოგების შემდეგ “ხიმნასტიკი” ცხრილში 4 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან. კაკაბაძის გუნდი მომდევნო მატჩს “ლორკას” წინააღმდეგ 25 ნოემბერს გამართავს.