“უფამ” “ურალს” მოუგო – გიორგი ჭანტურია სასტარტოში გამოჩნდა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგაში მეჩვიდმეტე ტური შეხვედრები გაიმართა. “უფამ” “ურალს” უმასპინძლა და დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა მეტოქე.

სასტარტოში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია, რომელმაც მინდორზე 45 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა. რაც შეეხება “უფას” შემადგენლობაში მყოფ მეორე ქართველს ჯიმი ტაბიძეს, ახალგაზრდა მცველი სათადარიგოთა შორის დარჩა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეხება მატჩის მიმდინარეობას, მასპინძლებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს, გოლი სტოცკის ანგარიშზეა. კროტოვმა კი 58-ზე მეორედ აიღო “ურალის” კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“უფამ” ამ გამარჯვების შემდეგ 17 ტურში 24 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილს სწორედ “ურალთან” იყოფს. შემდეგ შეხვედრაში ტაბიძის გუნდი “გროზნის” ეწვევა, ხოლო “ურალი” “კრასნოდარს” უმასპინძლებს.