გუშინ ეროვნული ლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი გამორჩეეული მატჩი კი გორში “თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “დილა” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და 2-1 სძლია მეტოქეს.
ეს თამაში გორელთა ვიცე-კაპიტნისთვის, ირაკლი მოდებაძისთვის საიუბილეო აღმოჩნდა: თავდამსხმელმა გორელთა შემადგენლობაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და ამ ფაქტის აღსანიშნავად კლუბის ხელმძღვანელობამ ირაკლის 100-ნომრიანი მაისური უსახსოვრა. ასევე ეროვნული ლიგის Instagram-ის ოფიციალურმა გვერდმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “მოდესთვის” ეს უკანასკნელი სეზონია, რომელსაც ის ფეხბურთელის სტატუსით ჩაატარებს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რატომ მიიღო 33 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სავარაუდოდ ამის მიზეზი ბოლო პერიოდში ხშირი ტრამვებია.