ჰარი კეინი: “ტოტენჰემის” დატოვება არ მსურს”

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდის “რეალს” ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდის, ჰარი კეინის დამატება სურს. მადრიდელები მზად არიან, ინგლისელის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ჰარი კეინმა, თავის მომავალთან დაკავშირებით Bild am Sonntag-თან ისაუბრა: “ჩემი მიზანია, მთელი კარიერა “ტოტენჰემში” გავატარო. ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ, განსაკუთრებული მწვრთნელითა და გამორჩეული სტაფით. სულ მალე ახალ სტადიონზე ვითამაშებთ. აქ ყველაფერია, რათა თავი ბედნიერად ვიგრძნო, ამიტომაც “სპურების” რიგების დატოვებაზე არ ვფიქრობ”, – აცხადებს ჰარი კეინი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის წინა ტურში “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “არსენალთან” 2-0 დამარცხდა. შემდეგ შეხვედრას ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაზე “დორტმუნდთან” გამართავენ.