ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ – ფეხბურთელი მსაჯისთვის დანის დარტყმას აპირებდა (ვიდეო)

გასულ უქმეებზე, თურქეთის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გამართულ შეხვედრაში ინციდენტი მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მსაჯმა მოედნიდან ფეხბურთელი გააძევა, რომელმაც შემდეგ მოედანზე დანით დაბრუნება სცადა, თუმცა მას ეს არ აცადეს.

“გალათასარაის” ახალი თავკაცი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი ხუთშაბათ საღამოს თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა თურქი “ლომების” ახალი თავკაცის ვინაობა. “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰამზა ჰამზაოღლუ დაინიშნა.

44 წლის თურქი სპეციალისტი მანამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა.

 

ტრიბუნიდან თურქი ფანების შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო ვოლკან დემირელმა თამაშზე უარი თქვა

თურქეთსა და ყაზახეთს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, რომელიც „გალათასარაის“ სტადიონზე ჩატარდა, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

როდესაც გუნდები მოედანზე სავარჯიშოდ გავიდნენ, „გალათასარაის“ ფანებმა თავისი ქგვეყნის ნაკრების მეკარეს 33 წლის ვოლკან დემირელს შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგეხსენებათ, დემირელი „გალათასარაის“ მთავარი მტერის „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავს. შემდგომ, ფანების შეურაცხმყოფელი შეძახილებისთვის ვოლკანმა თამაში იუარა, ამ მატჩში მის ნაცვლად „ისტანბულის“ მეკარემ ვოლკან ბაბაჯანმა ითამაშა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ნაკრებისთვის პირველი გამოდგა.

ნეიმარმა თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა (ვიდეო)

12 ნოემბერს, თურქეთში, ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილიას უმასპინძლა და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ნეიმარმა, მისმა მეორე გოლმა კი თურქი ფანებიც აღაფრთოვანა.

ცნობილი 6 ფეხბურთელის და (ფოტოები)

გთავაზობთ 6 ცნობილ ფეხბურთელთა დის სურათებს.

ლიზ სოლარი

l5kKvOP
ლიზ სოლარი 38 წლის “რეალის” ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელის სანტიაგო სოლარის და არის.  ამჟამად სანტიაგო “რეალის” ახალგაზრდების მწვრთნელია. ლიზ სოლარი ბავშვობიდანვე ფეხბურთელთა გარემოცვაში იზრდებოდა, მისი მამა მწვრთნელი იყო ხოლო ოთხივე ძმა კი არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავდნენ.

Instagram: http://instagram.com/liz_solari

აბიგაილ ბარვუა

U0nI4zN

აბიგაილი- “ლივერპულის” ფორვარდის მარიო ბალოტელის ნამდვილი დაა. მარიო დასთან განცალკევებით, ბავშვთ სახლში გაიზარდა, მიუხედავად ამისა მარიო უკმაყოფილებას არ გამოთქვამს და ოთხივე დასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ბავშვტა სახლში ყოფნის დრომ დებმა აბიგაილმა და ენჯელმა იგი სკოლიდან გამოიყვანეს, მათთან სახლში მიიყვანეს და მარიოსთან ერთად დროს ატარებდნენ.

http://instagram.com/abigailbarwuah

ბოიანა იოვეტიჩი

2dEpPHz

“მანჩესტერ სიტის” შემტევის სტეფან იოვეტიჩის და არც თუ ისე ცნობილია. თუმცა ბოიანა ძმასთან ერთად ხშირად დადის ღამის კლუბებში და თამაშობს ფეხბურთს.

რაფაელა ნეიმარი

NSgJn7M

“ბარსელონას” ცნობილ ბრაზილიელ მოთამაშეს ნეიმარს არ ჰქონია უდარდელი და მდიდარი ცხვორება, იგი მშობლებთან და დასთან რაფაელასთან ერთად სან პაულუსთან ახლოს ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა და-ძმას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და უყვართ კიდეც. რაფაელას აქვს ტატუ, მას იტალიურად ძმა უწერია. ასევე ნეიმარსაც აქვს ტატუ წარწერით “და”.

ტუგბა შაჰინი

uqBWfHa

ტუგბა შაჰინი “რეალის” ყოფილი და ახალ უკვე “ბორუსიას” მცველის ნური შაჰინის და, ასევე ყოფილი მეუღლეც გახლავთ. არ გაგიკვირდეთ თურქეთში ეს მიღებულია. ტუგბა და ნური ერთად 2007 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ონური ჰყავთ.

დანიელა ოსპინა

H7E4TxI

“რეალის” ახალგაზრდა ვარსკვლავი ხამეს როდრიგესი უკვე სამი წელია “არსენალის” კიპერის და მისი თანამემამულის დანიელა ოსპინას მეუღლეა. დანიელასა და ხამესს პატარა შვილის ჰყავთ, რომელიც დედის მსგავსად ბიძისა და მამის არც ერთ თამაშს არ ტოვებს.

 

 

ბრაზილიამ თურქეთი გაანადგურა

თურქეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის სტამბოლში გამართული ამხანაგური მატჩი სამხრეთამერიკელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ბრაზილიელებმა ანგარიში მე-20 წუთზე ნეიმარის გოლით გახსნეს. “ბარსელონას” შემტევს ასისტენტობა ფერნანდინიომ გაუწია. სულ რაღაც 4 წუთში მასპინძლების კარში მეორე გოლი გავიდა. ამჯერად თურქებმა საკუთარი ძალებით მოახერხეს ამის გაკეთება. ავტოგოლით თავი კაიამ “გამოიჩინა”.

ტაიმის დასრულებამდე დუნგას შეგირდებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. ნეიმარის პასით გოლი ვილიანმა გაიტანა. მატჩის ბოლო გოლიც ამ დუეტის ძალისხმევით გავიდა. თუმცა, მე-60 წუთზე ვილიანმა და ნეიმარმა როლები გაცვალეს.

თურქეთი 0-4 ბრაზილია

გოლები: ნეიმარი 20′ ; კაია 24′ (ს.კ.); ვილიანი 44′ ; ნეიმარი 60′

დემბა ბამ 124 კმ/სთ-ით დაარტყა და გოლი გაიტანა (ვიდეო)

9 ნოემბერს, თურქეთის ჩემპიონატში, “ისტანბულ ბაშაკშეხირსა” და “ბეშიქთაშს” შორის გამართულ მატჩში (1:2), დემბა ბამ მეტოქის კარის მიმართულებით 124 კმ/სთ-ით დაარტყა და გოლიც გაიტანა.

პროგნოზისტთა კონკურსი (თურქეთი – ბრაზილია)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მე-14 საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც თურქეთისა და ბრაზილიის შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: თურქეთი – ბრაზილია

უეფამ კვირის საუკეთესო გოლი დაასახელა (ვიდეო)

თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშე ბილალ კისას მიერ ლატვიის ნაკრების კარში გატანილი ბურთი უეფამ კვირის საუკეთესო გოლად დაასახელა.

მატჩის 47-ე წუთზე კისამ შორეული ეფექტური დარტყმით გაუტანა ლატვიელებს, თუმცა 54-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის საშუალებით ანგარიში გაათანაბრეს და გუნდებმაც ქულები გაიყვეს — 1:1

განრისხებულმა თერიმმა პიჯაკი გაიხადა და სამწვრთნელო შტაბისკენ მოისროლა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპზე ლატვიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობის დროს თურქთა მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი იმდენად განრისხდა, რომ პიჯაკი გაიხადა და სამწვრთნელო შტაბისკენ მოისროლა.

ბენდტნერმა თვითონაც არ იცის, რას აკეთებს

დანიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ნიკლას ბენდტნერს საკმაოდ კურიოზული რამ შეეთხვა.

როგორ დახვდნენ ოსკარ კარდოზოს თურქი გულშემატკივრები

მოგეხსენებათ, თურქულმა “ტრაბზონსპორმა” ოსკარ კარდოზო შეიძინა. ახალწვეულს კი თურქეთში მშვენიერი დახვედრა მოუწყვეს.