ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბრისტოლ სიტის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს ინგლისის თასის 1/4 ფინალი, სადაც “ბრისტოლ სიტი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს და ამჟამად ანგარიში 1:1.

თავდაპირველად შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა 58-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ ეს შვედი ფეხბურთელის პირველი გოლია.

იბრაჰიმოვიჩი: “ჩემი ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ”

საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პრემიერ ლიგის გასულ ტურში, პირველად მოხვდა “მანჩესტერტ იუნაიტედის” განაცხადში, მაგრამ მას თამაშის საშუალება არ მიეცა.

დაბრუნების შემდეგ ზლატანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ხალხმა არ იცის რეალურად რა დონის დაზიანება მივიღე, ჩემი ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომაც ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ექვსი თვის შემდეგ დავბრუნდი. ამ მომენტისათვის მადლიერი ვარ, რომ ისევ შემიძლია სირბილი და ფეხბურთის თამაში. “წარმატების” მისაღწევად დღეში 5-6 საათს ვვარჯიშობდი და პროტოკოლს პირნათლად მივყვებოდი”, – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა დაზიანება 2016-2017 წლების სეზონში, ევროპა ლიგაზე “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, მას შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.