ჩინური გუნდი ანდრეს ინიესტასგან ექვს მილიონ ბოთლ ღვინოს იყიდის

ანდრეს ინიესტა კატალონიის “ბარსელონას” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ჩინეთში გადაბარგდება. ჯერ ოფიციალურად არაა დადასტურებული, თუმცა უკვე ბევრი გამოცემა წერს, რომ ესპანელი სუპერლიგის კლუბ “ჩონგქინგ დანგდაისთან” გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ხანგრძლივობა სამი წელი იქნება. ანდრესი ერთ სეზონში 27 მილიონ ევროს მიიღებს (მთლიანად, 81 მილიონი).

გეტყვით, რომ მხოლოდ ხელფასი არაა ის სარგებელი, რომელსაც ინიესტა აზიურ გუნდში გადასვლით ნახავს. როგორც ცნობილია, ესპანელ ფეხბურთელს აქვს ღვინის ბრენდი “ბოდეგა ინიესტა”. სწორედ ამ ბრენდის ექვს მილიონ ბოთლ ღვინოს იყიდის “ჩონგქინგის” ხელმძღვანელობა. ერთი ბოთლი ღვინო ექვსი ევრო ღირს. შესაბამისად, ინიესტა დამატებით 36 მილიონით გაისქელებს ჯიბეს. ხოლო, აზიაში წავლიდან მიღებული შემოსავალი, საერთო ჯამში, სამი წლის მანძილზე 117 მილიონი ევრო იქნება.

ლიონელ მესის მეოთხე ოქროს ბუცი პარასკევს გადაეცემა

ლიონელ მესის კუთვნილ ოქროს ბუცი პარასკევს გადაეცემა. დაჯილდოვება ბარსელონას ცენტრში მდებარე “ანტიგუა ფაბრიკა ესტრელა დამში” შედგება. არგენტინელისთვის ეს რიგით მეოთხე ოქროს ბუცი იქნება.

“ბლაგურნას” ლიდერმა გასულ სეზონში, ლა ლიგა სანტანდერის 34 შეხვედრაში 37 გოლის გატანა შეძლო. ამით მან ჩამოიტოვა კონკურენტები, თანაგუნდელი, ლუის სუარესი და მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ. 30 წლის შემტევმა წინა სამი ჯილდოს მიღება 2009/10, 2011/12 და 2012/13 წლების სეზონებში მოახერხა. მაშინ, მან, შესაბამისად, 34, 50 და 46 გოლი შეაგდო.

დაჯილდოვების ცერემონია თბილისის დროით, 16:15 წუთზე დაიწყება. მას “ბარსელონას” წარმომადგენლები დაესწრებიან. მათ შორის იქნება კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ.