ეროვნულ ნაკრებში გამომგზავრებამდე საქართველოს საკალათბურთო გუნდის წევრმა მაიკლ დიქსონმა “ლიონ-ვილერბან” გამართა შეხვედრა და “სტრასბურგის” შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:44 წუთში 17 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. 7-დან 6 ორქულიანი ზუსტად გამოიყენა, ხოლო 4-დან მხოლოდ 1 სამქულიანის ჩაგდება შეძლო. დიქსონს 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ დიქსონის გუნდმა უშუალო კონკურენტი “ლიონ-ვილერბანთან” დაამარცხა და 4 გამარჯვების შემდეგ ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ შეხვედრას 24 ნოემბერს გერმანიაში გამართავს. დიქსონი გუნდს 22 ნოემბერს შეუერთდება.