“ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ნამდვილად არის დაინტერესებული ლონდონი “არსენალის” 31 წლის მცველის, ბაკარი სანიას შეძენით. ლონდონურ კლუბთან ფრანგის კონტრაქტი ზაფხულში იწურება, რაც მას იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარამოების საშუალებას აძლევს.
“სანამ კონტრაქტი არ გაფორმდება, განცხადებების გაკეთება არ მიყვარს. მხოლოდ იმის თქმა შემიძია, რომ სანიას თამაში მოგვწონს და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ ის არ ჩამოვა, აქცენტს უფრო ახალგაზრდა მოთამაშეზე გავაკეთებთ” – განაცხადა ტოჰირმა.