ჯაბა კანკავა ყაზახეთში მიდის?

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ამჟამად უგუნდოდაა, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაისის გადაწყვეტილებით ჯაბას ნაკრებში სტაბილურად იწვევენ და ერთ-ერთი სტაბილური მოთამაშეა.

მას შემდეგ, რაც ქართველმა საფრანგეთი 2017 წლის ზამთარში დატოვა, ახალ გუნდში გადასვლას ელოდება. თუმცა ამჟამად ყაზახური გამოცემა Vesti.kz ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯაბა შესაძლოა “ტობოლის” შემადგენლობაში ვიხილოთ. მათივე განცხადებით კანკავა ყაზახეთში 19 ნოემბერს ჩაფრინდა და მოლაპარაკებას გუნდის ხელმძღვანლობასთან უკვე აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ “ტობოლის” რიგებში ასევე გამოდის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი და არ არის გამორიცხული, სულ მალე ქართველები მოედნის ცენტრში ერთად ვიხილიოთ.