წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც „მაიამი ჰიტის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის მონაწილეობით 2013/14 წლების სეზონში ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.
ჭდე: მაიმი ჰიტი
კრის ბოში: „მსურს, აგრესიული ვიყო“
„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში იმედოვნებს, რომ „სან-ანტონიო სპურსთან“ ფინალურ სერიაში მისი თამაში ფლორიდელებს წარმატებას მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბოშს კარიერაში შორეული სროლების საუკეთესო რეალიზაცია აქვს – პლეიოფში მან შორეული სროლების 41% ჩააგდო.
„ვფიქრობ, ჩემი ასეთი თამაში დუენ უეიდსა და ლებრონ ჯეიმსს მეტ თავისუფლებას მისცემს. წინ წასვლა არ მივყარს, თანაც არ ვიცით, თუ როგორ ითამაშებ „სპურსი“ დაცვაში. მსურს, აგრესიული ვიყო. მინდა იმ პოზიციებზე მათამაშონ, რომლებზეც მთელი სეზონის განმავლობაში ვთამაშობ. თუმცა, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ როგორ წარიმართება პირველი მოახლოებული მატჩი“, – განუცხადა ბოშმა „Sun Sentinel“-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი
ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში „ფილადელფია სიქსერსთან“ არ იქნებიან
მიმდინარე სეზონის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს „მაიამი ჰიტი“ თავისი ლიდერების ლებრონ ჯეიმსისა და კრის ბოშის გარეშე ჩაატარებს, რის შესახებაც ფლორიდელთა ტვიტერის ოფიციალური გვერდი იუწყება.
კლუბის სამწვრთნელო შთაბმა ორივე მოთამაშეს პლეი-ოფის დაწყების წინ დასვენების საშუალება მისცა.
ცნობისთვის, პლეი-ოფის პირველ რაუნდში „ჰიტის“ მეტოქე ან „შარლოტ ბობკეტსი“ ან „ვაშინგტონ უიზარდსი“ იქნება.
ალექსანდრე მატევოსოვი
დუენ უეიდი „ლეიკერსთან“ მატჩს გამოტოვებს
„მაიამი ჰიტის“ მცველი დუეინ უეიდი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ჩასატარებელ მატჩს გამოტოვებს, რის შესახებაც ფლორიდული კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდი იტყობინება. „ჰიტისთვის“ ეს ზედიზედ მეოთხე მატჩი იქნება, რომელშიც იგი თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს.
ცნობისთვის, უეიდმა, რომელსაც მუხლის პრობლემები აქვს, სამწვრთნელი შტაბისგან დასვენების უფლება მიიღო.
ალექსანდრე მატევოსოვი