ლუოლ დენგი: „აქ ლებრონის შესაცვლელად არ გადავსულვარ“

ფორვარდმა ლუოლ დენგმა განაცხადა, რომ ზაფხულს „მაიამიში“ ლებრონ ჯეიმსის შესაცვლელად არ გადასულა.

„არასდროს მითქვამს, რომ ლებრონ ჯეიმსის შეცვლა მსურს. ეს თავშიც კი არ მომსვლია. მე კლუბი იმ პრინციპით ავირჩე, რომ იგი ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის კარგი იქნებოდა. ახლა აქ ვარ და შევეცდები, კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო. ვიმეორებ, არავის შეცვლაზე არ ვცდილობ“, – განუცხადა დენგმა „The Sun-Sentinel“-ს.

ლუოლ დენგი „მაიამიში“ გადავიდა

თავისუფალმა აგენტმა ლუოლ დენგმა „მაიამი ჰიტთან“ კონტრაქტი გააორმა. „იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, მხარეებმა ხელშეკრულებას „1+1“ სქემით მოაწერეს ხელი.

2013/14 წლების სეზონის მიმდინარეობისა დენგი „ჩიკაგო ბულზთან“ გაცვლის შდეგად „ჩიკაგოშ გადაბარგდა“. „კავალიერსის“ მაისურით ჩატარებულ მატჩებში ფორვარდის მონაგარმა 14,3 ქულა, 5,1 მოხსნა და 2,5 გადაცემა შეადგინა.

ლუოლ დენგმა ჩიკაგოში დაბრუნება არ გამორიცხა

ფორვარდი ლუოლ დენგი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მიმდინარე თვეში „ჩიკაგო ბულსიდან“ „კლივლენდ კავალიერსში“ გადავიდა. ერთ-ერთი ბოლო მატჩის წინ ბრიტანელს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა მას „ხარების“ რიგებში დაბრუნება, რაზეც ჟურნალისტებს მან ჯერ სარკაზმით უპასუხა, შემდეგ კი, ტონი შეცვალა.

„არ ვიცი. შესაძლოა, მათ სამ წელიწადში 30 მილიონი დოლარი შემომთავაზონ.

ამჟამად რამის თქმა რთულია. გაბრაზებული ან ნაწყენი არავისზე ვარ. უბრალოდ, სისულელე იქნება იმის თქმა, რომ „ბულსი“ ჩემს სიაში არ იქნება. ამ გუნდში ათი წელიწადი გავატარე“, – განუცხადა დენგმა Chicago Sun-Times.

ცნობისთვის, კლივლენდში გადასვლის წინ დენგი „ხარების“ ხელმძღვანელთა წინადადებას არ დათანხმდა, რომლებიც მას 3-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 30 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი