გიორგი შერმადინის “უნიკახა” ისევ დამარცხდა

ევროლიგაში მოაპარეზე “უნიკახამ” გათამაშების ერთ-ერთ საუკეტესო გუნდს “ცსკას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 9 ქულის სხვაობით დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეული იყო და პარკეტზე 11:45 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინი ანგარიშზე 4-დან 1 ორქულიანია. მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაარღვიე, თვითონ კი 4 ფოლი მოაგროვა. “უნიკახას” შემადგენლობაში მყოფმა მეორე ცენტრმა ჯეიმს ოგასტინმა 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და მალაგელთა რიგებში საუკეთესო იყო.

ამ მარცხის შემდეგ შერმადინის “უნიკახას” 9 შეხვედრაში 6 მარცხი და 3 გამარჯვება მოუგროვდა და ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს, ესპანელები 1 დეკემბერს ათენში პანათინაიკოს ეწვევიან.