“ჩიხურამ” “ლოკომოტივი” დაამარცხა და მეხუთე ადგილი დაიკავა

დღეს ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრა გიამართა თბილისში “დავით პეტრიაშვილის” სახელობის სტადიონზე, სადაც ნომინალურმა მასპინძელმა საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “ლოკომოტივი” დაამარცხა.

შეხვედრა დაბალ ტემპში წარიმართა და არც თუ ისე ხშირი შეტევებით გამოირჩეოდნენ გუნდები. პირვლ ნახევარში საჩხერლებმა და დედაქალაქელებმა რამდენიმე კარგი მომენტი გაცვალეს, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე ლაშა ჩიკვაიძის კარგი გადაცემის შემდეგ მიშიკო სარდალიშვილმა იმერლები დააწინაურა. ამ ყოველივეს, რკინიგზელთა გააქიურება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ უპირატეობას ისევ “ჩიხურა” ფლობდა და მეტოქეს არანაირ შანს არ უტოვებდა. საბოლოოდ შეხვედრა 1:0 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობები:

“ჩიხურა”: 30. დინო ჰამზიჩი, 5. ბაქარ მირცხულავა, 6. პაპუნა ფონიავა, 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი, 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 27. დენის დობროვოლსკი (C), 39. თორნიკე გორგიაშვილი.

“ლოკომოტივი”: 25. რევაზ თევდორაძე, 2. დავით კიკალიშვილი, 5. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, 8. ნოდარ ქავთარაძე, 14. ლუკა კიკაბიძე, 23. გიორგი გოროზია, 24. ვატო არველაძე, 30. მამუკა კობახიძე, 50. გიორგი რეხვიაშვილი, 80. დავით უბილავა (C), 88. დავით სამურკასოვი.