დღეს “დინამო არენაზე” ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის ბოლო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს რანგით პირველი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდა და დედაქალაქელები 1-0 დამარცხდნენ.
შეხვედრა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. აღმინშნულ დაპირისპირებაში ქუთაისლებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ, ამიტომაც თავიდანვე საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ მეტოქის კარის აღებას. გამოსარჩევია ლევან კუტალიას ეპიზოდი, როდესაც ქუთაისელთა შემტევმა ვარდნაში მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომაროება დააფიქსირა. ამის შემდეგ უკვე კაპანაძეს მიეცა კარგი შანსი, თუმცა ლიტოვჩენკომ დამაჯერებლად ითამაშა. თავის მხრივ დედაქალაქელთაგან შულაიას მიეცა კარგი შანსი, მაგრამ შემტევმა ზუსტად ვერ დაარტყა.
მეორე ნახევარი კიდევ უფრო სანახაობრივი გამოდგა, “დინამომ” აშკარად უკან დაიხია და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. დედაქალაქელები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქე არანაირ შანს არ უტოვებდნენ, ქუთაისლები კი უმეტესად ცენტრი ათამაშებდნენ ბურთს. ამ ყოველივემ კი შედეგი გამოიღო და კორობკას კარგი გადაცემის შემდეგ 74-ე წუთზე კაპანაძემ იმერლები დააწინაურა. ახლა უკვე “დინამოს” ჰქონდა გასატანი გოლი, თბილისლებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა კვასხვაძე შეუცდომლად თამაშობდა. ბოლო წუთებში დედაქალაქელებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. 91-ე წუთზე შულაიას უძლიერესი დარტყმული ქუთაისელთა კიპერმა ისევ მოიგერია. ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც “დინამოელთა” სასარგებლოდ ვადაჩკორიამ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის შესასრულებლადაც ოთარ კიტეიშვილი მივიდა, მაგრამ როინ კვასხვაძემ ის მოიგერია და ქუთაისის “ტორპედოს” ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა.
სასტარტო ემადგენლობები:
“დინამო” 1. სერგი ლიტოვჩენკო, 5. ლევან გეგეჭკორი, 8. ოთარ კიტეიშვილი (C), 9. ბექა მიქელთაძე, 11. აკაკი შულაია, 15. ლაშა ქოჩლაძე, 20. ლაშა სალუქვაძე, 24. დავით კობოური, 27. გიორგი კუცია, 31. ბექა ქავთარაძე, 35. გიორგი გადრანი.
“ტორპედო”: 89. როინ კვასხვაძე (C), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 11. გუგა ფალავანდიშვილი, 17. გიორგი გურული, 19. ლევან კუტალია, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური.