დღეს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც ტყიბულის “მეშახტემ” თბილისის “ნორჩ დინამოს” უმასპინძლა და უშანსოდ 0-2 დამარცხდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატსობით წარიმართა, თუმცა რიგ ეპიზოდებში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და ამ ყოველივემ შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე იმოქმედა. ანგარიში მე-40 წუთზე იაგო დეისაძემ გახსნა, რომელსაც ძალიან კარგი გადაცემა გამოცდილმა გოგა ფიფიამ მისცა. მეორე გოლი კი გიორგი მელქაძემ გაიტანა, “ნორჩი დინამოს” შვიდიანმა საჯარიმოს გარედან აიღო “მეშახტის” კარი. საბოლოოდ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას გუნდები თბილისში გამართავენ, სადაც გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მომდევნო სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.